21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
პირველი მოდულის რეფლექსია : ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო პროცესის დაგეგმვაში.
მასწავლებლის მიერ , მოსწავლესთან ერთად, სასწავლო პროცესის სწორად დაგეგმვა, სასწავლო მიზნებისა და ამოცანების გონივრულად დასახვა - ჩამოყალიბება განსაზღვრავს სასწავლო პროცესის წარმატებას.
პროექტებით სწავლება იძლევა საშუალებას კიდევ უფრო დაიხვეწოს და განვითარდეს მოსწავლის სასწავლო, საკომუნიკაციო, სოციალური, ტექნიკური უნარ-ჩვევები.
მეორე მოდულის რეფლექსია: ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი კითხვების, განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
სწორი კითხვების ჩამოყალიბება, შეფასების სათანადო ფორმების განსაზღვრა ზალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სუსტი მხარეების და მცდარი შეხედულებების განსაზღვრისათვის, მათი უკვე არსებული ცოდნის გამოვლენისათვის და სწავლის პროცესის ამ მონაცემების მიხედვით დაგეგმვისათვის.
ჩემი პრეზენტაცია
მესამე მოდულის რეფლექსია: ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. კერძოდ, ეს არის ინფორმაციის მოძიების, თანამსრომლობის და კომუნიკაციის ეფექტური საშუალება. უზრუნველყოფს სასწავლო კავშირების დამყარებას. ინტერნეტრესურსების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს საავტორო უფლებების დაცვა.
Комментариев нет:
Отправить комментарий